რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო ცხინვალის გავლით გზის გახნის წინაადებით გამოდის

ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო ცხინვალის გავლით გზის გახნის წინაადებით გამოდის. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხზე რუსეთის ქართული დიასპორა ავრცელებს.
ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს დელეგაცია ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს სტუმრობდა. დელეგაციაში რუსეთის სავაჭრი-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი და რუსეთში ქართლი დიასპორის თავმჯდომარე ადვით ცეცხლაძე შედიან.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლაძემ ოსეთში გამგზავრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტი „მოიტანს ისტორიულ შედეგს ჩვენი ქვეყნებისთვის და ჩვენი ხალხებისთვის“.