პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ კაცი დაჭრა

19.09.23 18:00
პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ კაცი დაჭრა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ 51 წლის კაცმა უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.  ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები