რუსეთის მიზანია ფაშინიანი ჩამოაშოროს ხელისუფლებას და სომხეთში მოიყვანოს პრორუსული ძალები - ბატიაშვილი

19.09.23 18:16
რუსეთის მიზანია ფაშინიანი ჩამოაშოროს ხელისუფლებას და სომხეთში მოიყვანოს პრორუსული ძალები - ბატიაშვილი

"რუსეთის მიზანია ფაშინიანი ჩამოაშოროს ხელისუფლებას და სომხეთში მოიყვანოს პრორუსული ძალები," - ეს განცხადება ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა გააკეთა.

ბატიაშვილის შეფასებით, რუსეთის მიზანია, რომ ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სუსტდება და გავლენებს კარგავს.

რუსეთი სუსტდება და სუსტდება სამხრეთ კავკასიაში, „ოცნების“ გარდა ყველას სჯერა, რომ რუსეთი სუსტდება და ეს სისუსტე გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს ე.წ. სამშვიდობო ძალები ჰყავდა განთავსებული კონფლიქტის ზონაში, დაახლოებით, 2 ათასი, მაგრამ სანამ ამ 2 ათასი სამხედროს უკან იდგა მძლავრი დიდი რაოდენობის რუსული შეიარაღებული ძალები რუსეთში, დღეს ეს შეიარაღებული ძალები ჩართულია უკრაინასთან ომში და არც თუ ისე წარმატებულად. ამიტომ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის მიზანია კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

აზერბაიჯანი შეიძლება იქცეს პირველ რესპუბლიკად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რომელმაც აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა.

რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში არის არა რომელიმე მხარის დაცვა, არამედ საკუთარი ინტერესები აქვს. მას სურს ახლა შექმნილი სიტუაციის ფონზე ფაშინიანი ჩამოაშოროს ხელისუფლებას და იქ მოიყვანოს უკმაყოფილების ფონზე პრორუსული ძალები. ამ წუთებში ერევნის ცენტრში შეკრებულები არიან პრორუსული ძალები, რომლებიც შეეცდებიან ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ფაშინიანი ღიად აცხადებს, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი და რომ არ აპირებს ომში ჩაერთოს,“ - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

მსგავსი სიახლეები