ერევანში ყარაბაღის მხარდასაჭერი და ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

19.09.23 18:30
ერევანში ყარაბაღის მხარდასაჭერი და ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

ერევანში, მთავრობის სახლთან, ყარაბაღის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები მთავრობასაც აკრიტიკებენ და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისგან მოქმედებას ითხოვენ. მედიის ცნობით, მიტინგები ანტისამთავრობო ხასიათსაც ატარებს.

მომიტინგეები ხელისუფლებისგან ითხოვენ სწრაფ რეაგირებას, ყარაბაღის დახმარებას, დამოუკიდებლობის აღიარებას და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე უარის თქმას.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტი-ტერორისტულ ოპერაციას” ატარებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.