ქალაქ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს - აზერბაიჯანის პროკურატურა

19.09.23 18:38
ქალაქ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს - აზერბაიჯანის პროკურატურა

სამოქალაქო პირი მოკლეს ქალაქ შუშაში თავდასხმის დროს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს აზერბაიჯანის პროკურატურაზე დაყრდნობით.

ქალაქზე, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზეა, სომხური ძალების კონტროლქვეშ მყოფი ნაწილის განაპირას, თავდასხმა მოხდა მძიმე შეიარაღების საშუალებით," - აცხადებს აზერბაიჯანის პროკურატურა.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს სამხედრო ოპერაცია დაიწყო და განაცხადა, რომ სურს აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი თავის ტერიტორიაზე. სომხეთში ამბობენ, რომ ომში არ ჩაერთვებიან და მათი ჯარები ამ ტერიტორიაზე არ იმყოფება.

მთიანი ყარაბაღი ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანს ეკუთვნის. წლებია, მთიანი ყარაბაღის გამო ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებაა.