გამოიცანით, როგორი დასასრული ელის - მედვედევი ფაშინიანსა და ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

19.09.23 19:08
გამოიცანით, როგორი დასასრული ელის - მედვედევი ფაშინიანსა და ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ეხმაურება.

როგორც მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს, სომხეთში ბოლო ხანებში NATO-ს წვრთნები ჩატარდა, ფაშინიანის ცოლმა კი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

ერთხელ ჩემმა ერთმა კოლეგამ ძმური ქვეყნიდან მითხრა: "მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, თქვენ მე არ მიმიღებთ". მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: "ჩვენ განვსჯით არა ბიოგრაფიით, არამედ საქციელით". შემდეგ მან ომი წააგო, მაგრამ სასწაულებრივად თანამდებობაზე შემორჩა. შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარ უღიმღამო დამარცხებაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაებრალებინა. შემდეგ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა. შემდეგ NATO-სთან წათამაშება გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტრებთან ორცხობილებით. გამოიცანით, როგორი დასასრული ელის.." - წერს მედვედევი.

ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები, რასაც თავად "ანტიტერორისტული ღონისძიება" უწოდებენ, 19 სექტემბერს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები