ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში - როგორ იცავდა რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს "ოცნების" რადიკალური ფრთა
რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის დაცვის სპეცოპერაცია რადიკალებისგან - ექსპროკურორის წინააღმდეგ გასაჯაროებული სავარაუდო დანაშაულებები იმდენად მძიმეა, რომ "ოცნების" ლიდერებმა სესიაზე მისი დაცვის მცდელობაც კი ვერ გაბედეს. სამაგიეროდ, ქუჩური წესებით ოპოზიციასთან საქმის გარჩევა დღეს მმართველი პარტიის რადიკალურ ფრთას ჰქონდა დავალებული. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდოდა, რომ არა მანდატურის მყისიერი რეაგირება.
"ოცნების" ბოსები საქმის გარჩევაში არ ჩარეულან, რიგითები კი ფარცხალაძის სკანდალის ჩაფარცხვას ისევ სახელმწიფო გადატრიალების გამოგონილი ამბებით ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. მათ რამდენჯერმე მოუწიათ ოპონენტებისგან იმის მოსმენა, რომ "ოცნების" მთავრობას რუსეთის აგენტი გენერეალური პროკურორი ჰყავდა და პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.