დაადებენ თუ არა ხელბორკილს რუსეთის აგენტად გამოცხადებულ ფარცხალაძეს?
დაადებენ თუ არა ხელბორკილებს რუსეთის აგენტად გამოცხადებულ ფარცხალაძეს? რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ სუსი იძულებული გახდა, მოკვლევა შეეწყვიტა და გამოძიება დაეწყო. შტატებიდან მიღებულმა მტკიცებულებებმა, სავარაუდოდ, ლილუაშვილს სხვა გზა არ დაუტოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა დოკუმენტები დევს სუსში ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ და როდის დაიბარებენ მას დაკითხვაზე.
ლილუაშვილის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოებას შოთაძემ აცნობა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მტკიცებულებებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
გამოძიების დაწყებით სუსმა რამდენიმე საათში ჩამოანგრია კობახიძის მიერ წამოწყებული ფარცხალაძის დაცვის კამპანია. "ოცნების" თავმჯდომარე იმაზეც კი წავიდა, რომ ეროვნული ბანკი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან ყოფილ პროკურორს ქართული ანგარიშები გაუყინა.
მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ თანხის გადარიცხვა საქართველოდან რუსეთში, ეს ჯერ უცნობია. მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფარცხალაძე დიდ ფულს სანქცირებულ რუსულ ბანკში წლებია ინახავს.
ფარცხალაძის სკანდალის გამო მთელი ოცნება ახლა დიდ შარშია, მათ შორის, რატი ბრეგაძეც. იუსტიციის მინისტრმა უნდა თქვას, რატომ არ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.