ფარცხალაძე იქნებ ენმ-ის ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და ამ დრომდე ე.წ. მძინარე აგენტი იყო? - ქემოკლიძე

ვინ გადაიბირა, ვინ იყო მისი მოკავშირე, ჰქონდა თუ არა მას რუსეთის გავლენიან პირებთან - ამ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს პარტია „საქართველოს“ წევრი კახა ქემოკლიძე.
როგორც ქემოკლიძე ამბობს, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებამ ძალიან ბევრი პრობლემა წამოწია წინა პლანზე და არაერთი კითხვა არსებობს, რომელზეც საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ.
ქართულ სპეცსამსახურებს, კონტრდაზვერვას უთხრეს, რომ თქვენ უბრალოდ არ არსებობთ, თქვენთან ჩანერგილი იყო „თხუნელა“. ფარცხალაძე სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ახორციელებდა პოლიტიკაზე ზეგავლენას და არა მარტო. ამოცანა გვეკითხება, რა იყო ზეგავლენის ხარისხი, რა იყო სახელმწიფო ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოების ზიანის ხარისხი, როდის მოხდა ამ ადამიანის გადაბირება, იქნებ ენმ-ის ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და მთელი ამ წლების განმავლობაში ე.წ. მძინარე აგენტი იყო, თეორიულად ესეც შესაძლებელია. „ქართულ ოცნებას“ რომ ტვინი და კომპეტენცია ჰქონდეს, მე ამ იდეას გავუწევდი ლობირებას. ამიტომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქსელი რა იყო,“ - ამბობს ქემოკლიძე.