ელჩი დეგნანის შემდეგ ელჩი დენიგანი - „ოცნებამ“ ახლადანიშნული ელჩის გაშავების კამპანია დაიწყო

19.09.23 20:34
ელჩი დეგნანის შემდეგ ელჩი დენიგანი - „ოცნებამ“ ახლადანიშნული ელჩის გაშავების კამპანია დაიწყო

 

 

ელჩი დეგნანის შემდეგ, ელჩი დენიგანი - ამერიკელი დიპლომატი ჯერ საქართველოში არც კი ჩამოსულა და "ოცნებამ" ის  უკვე ლამის მტრად გამოაცხადა.  ელჩის წინააღმდეგ შეთქმულებების ავტორი ისევ "ხალხის ძალაა",  "ოცნების" რადიკალური ფრთა, რომელმაც რობინ დენიგანი ომის პარტიის წევრად გამოაცხადა. ამტკიცებენ, რომ დიპლომატი, რომელსაც  ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში ელჩად  აგზავნის, მაიდნის მოვლენებისა და  პრორუსი იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის ერთ- ერთი სულისჩამდგმელი იყო და იგივე  მიზნები აქვს საქართველოშიც. ცხადია, რომ  "ოცნების დანაყოფი, პრაქტიკულად, წინასწარ აანონსებს, რომ ახალი  ელჩის წინააღმდეგ შტურმს ისეთივე სისტემატიური ხასიათი ექნება, როგორც ეს დეგნანის შემთხვევაში ხდებოდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები