სამი მომხრე და ორი წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო
სამი მომხრე და ორი წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო.
საპარლამენტო უმრავლესობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად რომ ემზადებოდა, გუშინ დაადასტურა "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
გუშინდელი უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა ახლა მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის გეგმას დაუჭერს მხარს. რა წერია ამ დოკუმენტში ჯერ უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ეს კანონი შეეხება ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შეუსრულებელი დარჩება.