თავდაცვაა გაბრაზებული ხალხისგან, რომელსაც გინდა, რომ ეგრევე შეაზილო რევოლუციის სურვილი - ხვიჩია ჩანაწერების შესაძლო გამოქვეყნებაზე

19.09.23 19:59
თავდაცვაა გაბრაზებული ხალხისგან, რომელსაც გინდა, რომ ეგრევე შეაზილო რევოლუციის სურვილი - ხვიჩია ჩანაწერების შესაძლო გამოქვეყნებაზე

სახელმწიფო გადატრიალება სუს-ის სცენარით - "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით რაიმე სახის ჩანაწერი გაასაჯაროოს.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სახელისუფლებო გუნდი ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებას რეალური პროტესტის გამოხატვის სურვილი არ გაუჩნდეს და ამიტომ წინასწარ სხვადასხვა სცენარს იმუშავებს.

რომ იცოდეთ, რომ რაღაც სპექტაკლის რეჟისორი არის ვიღაც ადამიანი, რომელიც ხან ასეთ სპექტაკლს დგამს, ხან ისეთს, ზოგჯერ კომედიებს, ზოგჯერ არც ისე კომედიებს, ზოგჯერ ხალხი ტირის, ზოგჯერ იცინის და ახლა კიდევ ერთი სპექტაკლი მოაწყო ამ რეჟისორმა, იქნება თუ არა გამყარებული ამით - იმით, იქნება - მსახიობებს რა დალევს, მათ შორის ოპოზიციაში რა დალევს მსახიობებს. ამ აფიშიდან არაფერი იკვეთება, მაგრამ ვინაიდან ვიცნობ კოლეგებს, ვიცი მათი გამბედაობა, მათი დაგეგმარების უნარები, მათი თანამშრომლობის უნარი სხვა ადამიანთან - არ მჯერა, რომ ისინი რევოლუციონერები არიან, მაგრამ შეიძლება ითამაშონ რევოლუციონერის როლი, თუ შეუკვეთენ, ისევე, როგორც თამაშობენ პარლამენტში სხვა როლებს. 


„ოცნება“ არის პირველი მთავარი ეჭვმიტანილი ამ შეკვეთაში, „ოცნებას“ სჭირდება სპექტაკლის დადგმა იმისთვის, რომ ხალხის სამართლიანი გულისწყრომა პროტესტებში სანამ გადაიზრდება და სანამ ეს პროტესტი იქნება გულწრფელი, სახალხო, მანამდე ადგილი დაიკავონ „ოცნების“ მიერ დისკრედიტირებულმა, გადაბირებულმა ძალებმა, შესაბამისად, მერე მოხდეს ამ ძალების დისკრედიტაცია, რომ თითქოს გადატრიალება მზადდებოდა და ხალხის დაფრთხობა ასეთი რაღაცებით. მათ შორის ოპოზიცია და NGO-ც შვრებოდა, რომ ადგილს, რომ იკავებდნენ რომ სხვა ხალხი არ გამოსულიყო, ხან ერთის ხალხი იდგა და ყვიროდა, ხან სხვა პარტიის ხალხი იდგა.

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილები დაიკავა და თქვა, რომ ეს აქ პროტესტები იქნება და ეს პროტესტი ცუდია წინასწარ იცოდეთ, აგერ მაქვს ფაქტები. ეს არის სინამდვილეში თავდაცვა გაბრაზებული ხალხისგან, რომელსაც გინდა, რომ ეგრევე შეაზილო რევოლუციის სურვილი,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები