სურთ, დაარტყან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გააჩინონ შიში, დათესონ ტერორი - მელაძე სუს-ზე
„აღვიქვი, როგორც საფრთხე,“ - ეს განცხადება CANVAS-ის დირექტორმა გიორგი მელაძემ გააკეთა და სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი და ერთ-ერთ ორგანიზატორად სწორედ მისი ორგანიზაციაა მოყვანილი.
სუს-ში ამბობენ, რომ "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
როგორც მელაძე ამბობს, მისი ორგანიზაციის მუშაობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საფრთხედ აღიქვამს.
ეს ხომ არ არის თამაში, ქუჩაში კომენტარი ხომ არ გააკეთა, ოფიციალური ინსტიტუციის წარმომადგენელი გამოდის და რაღაცას ლაპარაკობს, მე აღვიქვი, როგორც საფრთხე, რომელსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხო და ერთ-ერთი ფორმაა, საჯაროდ ამაზე ლაპარაკი.
მათთვის საშიში არის ორგანიზებული ფორმა წინააღმდეგობის, დაგეგმილი, დისციპლინირებული და არაძალადობრივი, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას, რომ წამოაგოს პროვოკაციაზე მოძრაობა, დაშალოს და დააზუსტოს. ასე, რომ მგონი, ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ დაარტყან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რადგან სურთ, დაარტყან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გააჩინონ შიში, დათესონ ტერორი და შექმნან საზღვრები, ბარიერები საზოგადოებას და ორგანიზაციებს შორის,“ - ამბობს მელაძე.