ხელისუფლება თვითლუსტრაციის პროცესში გადავიდა - ნანუაშვილი

19.09.23 21:17
ხელისუფლება თვითლუსტრაციის პროცესში გადავიდა - ნანუაშვილი

"ხელისუფლება თვითლუსტრაციის პროცესში გადავიდა," - ეს განცხადება ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ საარჩევნოდ ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის დისკრედიტაცია მოხდეს. 

ხელისუფლება ცდილობს დაარტყას ყველაზე ძლიერ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან უფრო მეტად ავტორიტეტული მოსახლეობის თვალში, აქვთ რეპუტაცია და ხელისუფლებისთვის სწორედ ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ამიტომ მიმდინარეობს ზეწოლა.
ვერ მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ ცდილობენ ამ კანონის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში, თუნდაც ის დისკრედიტაციის კამპანიები, რაც მიმდინარეობს. მიზანია, რომ მაქსიმალურად მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი, რომ არჩევნებისთვის არ დარჩეს არცერთი ჯანსაღი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ავტორიტეტი, არ იქნება დისკრედიტირებული," - ამბობს ნანუაშვილი.

როგორც ნანუაშვილი ამბობს, ფარცხალაძემ წინამორბედი გენერალური პროკურორის ჩანაცვლების შემდეგ ყველა ის დავალება შეასრულა, რა პოლიტიკური სვლებიც გეგმაში ჰქონდა "ოცნების" მაშინდელ გუნდს. ნანუაშვილის თქმით, ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული როგორც საგამოძიებო უწყებები, ასევე სასამართლო სისტემა.

მეორე მხრივ, თუნდაც ფარცხალაძე მხოლოდ ორი 47 დღე იყო პროკურორი, სხვა ყოფილი პროკურორების გავლენები ასეთი არ არის. რატომ იყო ფარცხალაძის შემთხვევა ასეთი უნიკალური, თუნდაც მისი დაწინაურება, კანდიდატურის წამოყენება სწორედ ღარიბაშვილის ინიციატივით მოხდა, შემდეგ თეა წულუკიანმა წარადგინა, მოხდა ჩანაცვლება წინა პროკურორის, რომელიც ნაკლებად იყო პოლიტიზირებული, არ მიდიოდა ყველა იმ დავალებებზე, რომელიც ჰქონდა იმდროინდელ ხელისუფლებას.

მისი ხელქვეითები დღეს არის წამყვან პოზიციებზე, როგორც გენერალურ პროკურატურაში, ასევე სასამართლოში. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ერთგვარი დალაგება, რომელსაც მოგვიანებით მიეცა სერიოზული ხასიათ, სასამართლოზე გავლენის მოპოვება.

რეალურად საქმეების გასარჩევად ის ხშირად იყო პროკურატურაში, შემდეგ ის იყო ბიზნესში, გახდა ლუკოილის დირექტორის მოადგილე. შემდეგ არაერთი კორუფციული საქმე, სადაც იყო გაუგებარი გადაწყვეტილებები მიღებული, რასაც აუდიტი საუბრობდა.

გასული წლის 15 თებერვალს აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე და საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელსაც აქვს გავლენა, თანამდებობა, ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური და ერთ დღეს ეს ადამიანი ხდება მტრული სახელმწიფოს მოქალაქე გაუგებარი მოტივებით. კიდევ უფრო მეტად ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო რუსული ინტერესი და რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ის ორგანიზაციები, რომელსაც ეყრდნობა ფსბ საქართველოში მაქსიმალურად ყოფილიყო გაძლიერებული, ფარცხალაძე სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი პირი ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის," - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები