რამდენი ფარცხალაძეც არ უნდა გამოვავლინოთ, თუ კოლაბორაციონისტული პოლიტიკა არ დამთავრდება, ფარცხალაძეები წარმატებულები იქნებიან - გიორგი თავდგირიძე
"ფარცხალაძე ვერ მოახერხებდა მარტო მთელი მთავრობის და ხელისუფლების ამ ტიპის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მართვას, სხვებიც არიან მმართველები, უბრალოდ ის საკომუნიკაციო ხაზია," - ეს განცხადება თადარიგის პოლკოვნიკმა, გიორგი თავდგირიძემ გააკეთა.
თადარიგის პოლკოვნიკმა "რეაქციაში" ისაუბრა ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე, რუსულ გეგმაზე და სამოქმედო ხაზზე, რაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. როგორც თავდგირიძე ამბობს, ქვეყანაში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომლის შედეგადაც რუსული გავლენები შემცირდება.
გვაჩვენეს და გვითხრეს, რომ ერთი გყავთ და დიდი ალბათობით ასეთი კომუნიკაციური ხაზი, დავალების მიმღები კიდევ ბევრი პირი იქნება, რომელსაც უნდა ებრძოლოთ. ამის გამოსავალი არის ის, რომ კოლაბორაციონისტული პოლიტიკა საქართველოში არ უნდა გავიდეს. რამდენი ფარცხალაძეც არ უნდა გამოვავლინოთ, თუ ეს არ დამთავრდება პოლიტიკაში, ფარცხალაძეები იქნებიან წარმატებულები, ფსბ აგენტები იყვნენ და მერეც იქნებიან, მაგრამ რამდენად გავლენას მოახდენენ ქართულ რეალობაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკა რამდენად ჯანმრთელი გვექნება,“ - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.