ერთი პატრონის ყრმები არიან ფარცხალაძეც და ხელისუფლებაც, კოლექტიური ფარცხალაძეები არიან - დოლიძე

19.09.23 21:36
ერთი პატრონის ყრმები არიან ფარცხალაძეც და ხელისუფლებაც, კოლექტიური ფარცხალაძეები არიან - დოლიძე

"ეს ადამიანები რუსეთის აგენტს კი არ ემიჯნებიან, გადაეფარნენ და დაადასტურეს, რომ ერთ მხარეს წარმოადგენენ, ერთი პატრონის ყრმები არიან ფარცხალაძეც და ხელისუფლებაც, კოლექტიური ფარცხალაძეები არიან," - ამ განცხადებას "დროას" წევრი გენრი დოლიძე აკეთებს. 

როგორც დოლიძე ამბობს, ფარცხალაძე ხელისუფლებას დროულად უნდა დაეკავებინა, გადაეყენებინათ უნდა სუს-ის უფროსი და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი.

ფარცხალაძის ისტორია თავიდანვე იყო ნათელი - ბოტასის ქურდი, როდესაც დანიშნეს გენერალურ პროკურორად უკვე ნიშანი იყო იმის, რომ ეს ადამიანი პროფესიული ნიშნით არ იყო შერჩეული. ის იყო უბრალოდ ყურმოჭრილი ადამიანი სისტემის, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებდა. 
თავმოყვარე ხელისუფლება ფარცხალაძის აგენტად გამოვლენის შემდეგ, ადგებოდა და გადააყენებდა მინიმუმ სუს-ის უფროსს და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსს. ახალ უფროსს კი დაავალებდა, რომ დაეჭირათ ფარცხალაძე და გამოეკითხათ, ვისთან ჰქონდა კონტაქტები საქართველოში, ვინ იყო ამ სქემაში ჩართული,“ - ამბობს დოლიძე.

 

მსგავსი სიახლეები