რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - აკია ბარბაქაძე სებ-ის საგანგებო ბრძანებაზე

19.09.23 21:44
რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - აკია ბარბაქაძე სებ-ის საგანგებო ბრძანებაზე

„რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება იუპიტერის ხარს, დღემდე გავლენა ფარცხალაძისა ქართულ პოლიტიკაზე და მმართველ გუნდზე სახეზეა, მზად არიან კონსტიტუციაც კი შეცვალონ,“ - ეს განცხადება მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის დამფუძნებელმა, აკია ბარბაქაძემ „რეაქციაში“ სებ-ის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

აკია ბარბაქაძის თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ფარცხალაძის დაცვის რეჟიმზეა გადასული, ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ის დღესაც აქტიურად ახდენს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე რუსული სპეცსამსახურების მითითებით.

გავლენა მოახდინა კონკრეტულ ფაქტზე, როდესაც იყო ფრენების აღდგენა და რუსების უვიზო შემოსვლა. ამას მოჰყვა შედეგი დემოგრაფიული სურათის ცვლილება - შემოედინა გაუკონტროლებელი რაოდენობა მტერი სახელმწიფო მოქალაქეებისა, რომლებმაც მიიღეს უფლება აწარმოონ ბიზნესი, შეცვალეს მინიმუმ ორ ქალაქში დემოგრაფიული სურათი, აგრძელებენ საქმიანობას, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს. კონტროლის მექანიზმები არ არსებობს.
ამ მომენტში თუ ახდენს გავლენას - ამის ლუსტრირება ხდება, თუ რა ინტენსივობით იცავს მთელი გუნდი „ოცნების“ ამ ადამიანს და ეფარებიან მას. როგორ ნერვიულობენ მისი ანგარიშების დაყადაღებაზე, როგორ განიცდიან,“ - ამბობს აკია ბარბაქაძე. 

მსგავსი სიახლეები