ყველა ხედავს განსხეულებულ ხელისუფლებას, FSB-სთან მჭიდროდ დაკავშირებულს - ბაჩანა შენგელია
„ამ ხელისუფლებისგან წესით აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს,“ - ეს განცხადება იურისტმა ბაჩანა შენგელიამ „რეაქციაში“ გააკეთა და სებ-ის მიერ გამონაკლისი ბრძანების გამოცემას და ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას გამოეხმაურა.
როგორც ბაჩანა შენგელია ამბობს, სებ-ის განცხადება რომ შეეზღუდათ წვდომა ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე სწორი იყო, თუმცა, მისი შეფასებით, საღამოს შეცვლილმა ბრძანებამ ხელისუფლების დავალება შეასრულა.
ხელისუფლება, რომელიც აგენტების გამოშვებით იწყებს თავის საქმიანობას და მოღვაწეობას, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მისი მიხრწნის, ლპობის პერიოდში, აგენტების ჩაფარცხვით, გადაფარებით იყვნენ დაკავებული.
თქვეს რომ კონსტიტუცია დაარღვია ეროვნულმა ბანკმაო და მინდა განვმარტო, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ, ტერორიზმის აღკვეთის მთავარი კანონი, რომლის საფუძველზეც ათასობით ადამიანი, რომლის მიმართაც განაჩენი დამდგარი არ არის და ექვემდებარებიან სანქციებს, როდესაც ასეთი ქვეყანა, რომლის კონტრდაზვერვაც ყველაზე ძლიერია სამყაროში, ამბობს, რომ ეს ადამიანი არის ფსბ-ის აგენტი და ის უნდა იყოს სანქცირებული, შეუძლებელია, რომ აპელირება გავაკეთოთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. ვინ აკეთებს ამაზე აქცენტს, ის ადამიანები, როცა დასჭირდებათ გვაცხადებენ აგენტებად, დამნაშავეებად, ამას აკეთებენ უაპელაციოდ, ენმ-ის სისხლის მსმელებს ეძახდნენ და ეს ადამიანი იძახის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არის დარღვეული და კონსტიტუცია დაარღვია სებ-მა.
ყველა ხედავს განსხეულებულ ხელისუფლებას, FSB-სთან მჭიდროდ დაკავშირებულს. ამ შემთხვევაში მარტო ფარცხალაძე კი არ არის აგენტი, გამოდის ყველა ის ადამიანი აგენტი, რომელიც ასე ღიად მხარს უჭერს და გადაეფარა,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.