ფარცხალაძემ გადმოიბირა ჩინჩალაძის კლანი "ოცნების" სასარგებლოდ - წიქარიშვილი

19.09.23 22:05
ფარცხალაძემ გადმოიბირა ჩინჩალაძის კლანი "ოცნების" სასარგებლოდ - წიქარიშვილი

"ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძემ გადმოიბირა ჩინჩალაძის კლანი ოცნების სასარგებლოდ." - ეს განცხადება იურისტმა კახა წიქარიშვილმა "რეაქციაში" გააკეთა.

როგორც იურისტი ამბობს, სწორედ ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი იყო "ქართულ ოცნებასა" და სასამართლო კლანს შორის მომლაპარაკებელი, სანქციების პირველი ტალღა კი მოსამართლეთა კლანის ლიდერებს შეეხო. 

რაც შეეხება კლანთან კავშირს, ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძემ გადმოიბირა ჩინჩალაძის კლანი ოცნების სასარგებლოდ. 2013 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფიქრი, თუ რა უნდა ექნა სასამართლო ხელისუფლებისთვის - ან დავშალოთ ან გადმოვიბიროთ. ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მიღო 2013-15 წლებში, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ქართულ ოცნებას და ჩინჩალაძის კლანს შორის, აქ ფარცხალაძე იყო შუამავალი, რომელმაც ჩინჩალაძის კლანი დააკავშირა ოცნებას და 2015 წელს მოხდა შეთანხმება, რომ სასამართლო ხელისუფლება მთელი თავისი კლანით გადავიდა „ოცნების“ მხარეს.

ამერიკული სანქციები სწორედ ამ საძმოს ეხება - რეალურად ამერიკულმა სანქციებმა საძმოს წრე გააფართოვა, იმიტომ, რომ ფარცხალაძე ამათი საძმოს წარმომადგენელი იყო. მომავალშიც კიდევ უფრო გაფართოვდება, ამ საძმოში მარტო ფარცხალაძე-ჩინჩალაძე-მურუსიძე არ არის,“ - ამბობს წიქარიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები