ირაკლი კობახიძის ტექსტი გადმოიტანეს და შეცვალეს ყველაფერი - ტყეშელაძე სებ-ის სკანდალურ ბრძანებაზე
"კობახიძე პირდაპირ დაემუქრა სებ-ს და ირაკლი კობახიძის ტექსტი გადმოიტანეს და შეცვალეს ყველაფერი," - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, იურისტი ლაშა ტყეშელაძე სებ-ის საგანგებო განცხადებას და ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას.
როგორც იურისტი ამბობს, სებ-მა დღის ბოლოს "ქართული ოცნების" დავალება შეასრულა.
ირაკლი კობახიძე გამოვიდა და ეროვნულ ბანკს დაემუქრა, თუ არ გამოიტანდა ახალ დადგენილებას და თუ ის დაასანქცირებდა და დაუყადაღებდა ანგარიშებს, დაარღვევდა კონსტიტუციას. პირდაპირ დაემუქრა და ირაკლი კობახიძის ტექსტი გადმოიტანეს და შეცვალეს ყველაფერი.
აშშ-მა თქვა, რომ ჩვენ რუსეთის გავლენის აგენტი მართავს საქართველოს და მას ჰყავს ყველგან გავლენის აგენტები - შსს-ში, სუს-ში.
პირველი, რა გააკეთა ფარცხალაძემ, FSB-ს როგორ ასიამოვნა, რუსეთთან მებრძოლს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეთითხნილი ბრალი წაუყენა, დღესაც დადასტურდა, რომ აღნიშნული ბრალი თითიდან გამოწოვილია, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწერა რუსეთში და ყველაფერი შეასრულა ფარცხალაძემ.
ფარცხალაძე რუსული FSB-ს აგენტი მარტო ვერ შეასრულებდა დავალებას, მას სჭირდებოდა აგენტურული ქსელი, ამის ნათელი მაგალითია, რომელიც ამაყობს მასთან მეგობრობით - ირაკლი შოთაძე ,“ - ამბობს ტყეშელაძე.