მსგავსი ქმედებებისთვის ბანკებს და საბანკო სისტემებს SWIFT-დან აგდებენ - ბედინეიშვილი სებ-ზე

19.09.23 22:26
მსგავსი ქმედებებისთვის ბანკებს და საბანკო სისტემებს SWIFT-დან აგდებენ - ბედინეიშვილი სებ-ზე

„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სუფთა ბანანის რესპუბლიკის დონის გადაწყვეტილებაა,“ - ასე აფასებს სებ-ის სკანდალურ გადაწყვეტილებას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

ბედინეიშვილის თქმით, სებ-ის ქმედება უპასუხისმგებლოა და არ არის გამორიცხული, რომ სანქციები მოჰყვეს დასავლეთიდან, არ არის გამორიცხული SWIFT-ის სისტემიდან გამოგდებაც.

საფუძველს ქმნის, რომ სერიოზული დაშორება მოხდეს ქართული და დასავლური საბანკო სისტემების. მე არ მგონია, ეს მოხდება, ეს ცოტა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ თავისთავად, ჯერ ერთი, ის, რომ „ქართული ოცნება“ ამბრაზურასავით გადაეფარა დასანქცირებულ ფარცხალაძეს სერიოზული ნიშანი იყო დასავლეთისთვის, მერე ამ გადაწყვეტილების შეტრიალება ეროვნული ბანკის მიერ - კიდევ ერთი ასპექტი აქვს, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არანაირი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე საუბარი არ არის, სებ მოგდებული აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფეხქვეშ და საფუძველს ქმნის, რომ ამის საპასუხოდ მთელი წყება სანქციების შეიძლება გატარდეს. მსგავსი ქმედებებისთვის ბანკებს და საბანკო სისტემებს SWIFT-დან აგდებენ და ხსნიან საერთაშორისო ინტეგრირებული საბანკო სისტემიდან,“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

მსგავსი სიახლეები