ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას - საქართველოს ბანკი

20.09.23 11:11
ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას - საქართველოს ბანკი

"საქართველოს ბანკის" განცხადებით, ბანკი აგრძელებს სანქციების მოთხოვნების დაცვას - ამის შესახებ ბანკმა "რადიო თავისუფლებას განუცხადა.

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

 

მსგავსი სიახლეები