რატომ და ვისი დავალებით შეცვალეს გადაწყვეტილება? - ეროვნულ ბანკში ბრიფინგი ჩაინიშნა

20.09.23 11:18
რატომ და ვისი დავალებით შეცვალეს გადაწყვეტილება? - ეროვნულ ბანკში ბრიფინგი ჩაინიშნა

რატომ შეცვალეს დადგენილება და რატომ არ ასრულებენ აშშ-ს მიერ ადწესებულ სანქციებს - ეროვნული ბანკში უწყების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. 

"პირველები" ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ეკატერინე მიქაბაძეს ეუსაბრა, რომელსაც ჰკითხა, ვისი დავალებით მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა ოთარ ფარცხალაძს სასარგებლოდ. ასევე, დავსვით კითხვა, აცნობიერებს თუ არა უწყება, რომ შესაძლოა, საქართელოს საფინანსო სისტემა სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნეს. 

მიქაბაძემ კითხვებს არ უპასუხა, თუმცა კითხვებზე პასუხების გაცემა დღეს ნათია თურნავას მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ სების გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. უწყების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა, გუშინ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა. 

მსგავსი სიახლეები