ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენით ივანიშვილმა აშშ-ს სილა უთავაზა - სამადაშვილი

20.09.23 11:29
ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენით ივანიშვილმა აშშ-ს სილა უთავაზა - სამადაშვილი

საქართველო ევროპულ პოლიტიკას ფინანსური სანქციების ნაწილშიც შორდება, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილმა აშშ-ს "სილა უთავაზა", რამაც შესაძლოა, სხვა მაღალჩინოსნების და ასევე ივანიშვილის დასანქცირების პროცესი დააჩქაროს. 

ივანიშვილმა ევროკავშირს უთხრა, რომ საქართველო ფინანსური სანქციების ნაწილშიც უკვე შორდება ევროპულ პოლიტიკას. ეს არის ასევე სილა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უთავაზა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, აშშ-ს და  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რომ ფარცხალაძე არ იქნება უაკანსკნელი, ვისაც აშშ დაასანქცირებს და წინ ჩვენ გველოდება კიდევ არაერთი აანონსებული სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და მათ შორის, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად გახდება სანქციების სამიზნე, - ამბობს სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები