იუსტიციის სამინისტრო ხელს აფარებს ფარცხალაძეს, პრეზიდენტი ვალდებულია პირდაპირ იმოქმედოს - ბეჟაშვილი

20.09.23 11:47
იუსტიციის სამინისტრო ხელს აფარებს ფარცხალაძეს, პრეზიდენტი ვალდებულია პირდაპირ იმოქმედოს - ბეჟაშვილი

იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტი ვალდებულნი იყვნენ აქამდე შეეწყვიტათ ფარცხალაძესთვის საქართველოს მოქალაქეობა - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ოცნების თითოეული წევრი, იუსტიციის სამინისტრო ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს, ამიტომაც ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილს დაუყოვნებლივი და პირდაპირი მოქმედებისკენ მოუწოდებს.

იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულნი იყვნენ აქამდე შეეწყვიტათ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ "ქართული ოცნება" არის დანაშაულებრივი კლანი, კლანის თითოეული წევრი ბუნებრივია ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს. პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, დასკვნას კი არ უნდა დაელოდოს, უნდა გამოსცეს შესაბამისი აქტი, რომელიც მას მოქალაქეობას შეუწყვიტავს, ფაქტი არის აშკარად ღია, იუსტიციის სამინისტრო ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს, ამიტომ, როდესაც ასეთი დანაშაულებრივი შეთქმულება და შეთანხმება ხდება, ბუნებრივია პრეზიდენტი ვალდებულია თავისი მანდატის ფარგლებში პირდაპირ იმოქმედოს", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

ჯაშუშობაში  ბრალდებული ფარცხალაძე ისევ საქართველოს მოქალაქეა. რატი ბრეგაძე დემონსტრაციულად ისევ კანონს არღვევს. მის უწყებას ერთი განმარტებაც კი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები