ეროვნული ბანკის ქმედებებმა სანქციების საფუძველი შექმნა - გიგა ბეინეიშვილი
ფინანსიტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა სანქცირეულ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გააწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მიიღო. საქმე ეხება ყოფილი გენპროკურორისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას.
ექსპერტი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სებმა აშშ-სა და ევრიპის მხირდან სანქციების დაწესებულს საფუძველი შექმნა.
ეროვნული ბანკი ზეწოლის ქვეშ აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებებს ასრულებს. ეტყობა, ფარცხალაძე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია „ქართული ოცნებისთვის“ ჯერ კიდევ. შეიძლება ეს იყოს ასევე თადარიგის დაჭერა იმისთვის, რომ თუ, ვთქვათ, ივანიშვილზე იქნა სანქციები, აი, ასე კატეგორიულად ვიმოქმედეთ ამ შემთხვევაშიც, შეიძლება ამის თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“. საფუძველი სანქციების, სამწუხაროდ, ამ ქმედებებმა შექმნა. მერე ამ საფუძელზე იმოქმდებს თუ არა ამერიკა და ევროპა ჩვენს წინააღმდეგ, ეგ არ ვიცი, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სების გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. უწყების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა, გუშინ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა.