ფარცხალაძესთან მიმართებაში გადაწყვეტილება არა სებ-მა, არამედ ივანიშვილმა მიიღო - ბესიკ დონაძე

20.09.23 11:52
ფარცხალაძესთან მიმართებაში გადაწყვეტილება არა სებ-მა, არამედ ივანიშვილმა მიიღო - ბესიკ დონაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ფიქრობს, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა ეროვნულმა ბანკმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მისი თქმით, ივანიშვილმა ფარცხალაძე დაიცვა, რადგან ის ოლიგარქის საქმეს აკეთებდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკს არ მიუღია, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. ფარცხალაძე აკეთებდა ბიძინა ივანიშვილის საქმეს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა დაიცვა ფარცხალაძე. არის ძალიან მარტივი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნამდვილად ავნებს საქართველოს იმიჯს ზოგადად და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მან დაანახა მის მორჩილებს, რომ იგი დაიცავს ყოველთვის ნებისმიერ ასეთ სანქცირებასთან დაკავშირებით, ანუ შიდა მოხმარების ბრძანება გამოსცა თურნავას ხელით, - ამბობს დონაძე.

შეგახსენებთ, რომ სების გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. უწყების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა, გუშინ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა.   

მსგავსი სიახლეები