თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

20.09.23 12:01
თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

თეა წულუკიანს დღეს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ელოდებიან. ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხელისუფლებსი ოპონენტებს კითხვები ოთარ ფარცხალაძის დანიშვნასთან დაკავშირებითაც აქვთ, რომელიც, წლების წინ გენპროკურორის თანამდებობაზე სწორედ იმჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა დანიშნა. მაშინ წულუკიანი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობდა, თუმცა სრულად ენდობოდა.

წულუკიანი არის ასევე ოთარ ფარცხალაძესთან აკავშირებული პირი. მისი მმართველლობის პერიოდშ იყო ის გენპროკურორი, ამიტომ ეს არის ერთი "შაიკა", რუსული "შაიკა", რომელიც საქართელომ უნდა ჩამოირეცხოს, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

ოპონენტებს ასევე აინტერესებთ, რატომ დაიწყო კულტურის სფეროში რეპრესიები მინისტრად მოსვლის შემდეგ.

პლენარული სესია მინისტრის საათის ფორმატში რამენიმე წუთში დაიწყება. 

 

მსგავსი სიახლეები