ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დარბაზიდან გააძევეს

20.09.23 12:45
ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დარბაზიდან გააძევეს

 

 

 

სრული ქაოსი საქართველოს პარლამენტში - საქმე ისევ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ვინ ვის სცემდა და აგინებდა, გარჩევა შეუძლებელი გახდა. 

სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში  პარალიზებული იყო და სესია ვერ იწყებოდა. ისმოდა  შეძახილები "რუსებო და მოღალატეებო".  პარლამენტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციის ხმები რომ გადაეფარა, დეპუტატებს მიკროფონები გაუთიშა, ნაწილი კი დარბაზიდან გააძევა. 

"თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს"- განაცხადა ვაშაძემ, სანამ დარბაზიდან გააძევებდნენ.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო რაც ოპოზიციამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მოითხოვა.


 

მსგავსი სიახლეები