"ჯობია იყო რუსი" - დაპირისპირება მაჭარაშვილსა და სამნიძეს შორის
ხათუნა სამნიძემ გურამ მაჭარაშვილს რუსი აგენტი უწოდა, მაჭარაშვილმა პასუხად უთხრა "ჯობია იყო რუსი". ეს დაპირისპირება ზოგიერთ მომენტში იმდენად დაიძაბა, რომ მანდატურები ჩადგნენ დეპუტატებს შორის იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ბოლოს შალვა პაპუაშვილმა გასცა ბრძანება, რომ გიორგი ვაშაძე გაეძევებინათ სხდომათა დარბაზიდან, რის შემდგომაც ოპოზიციამ სრულად დატოვა სხდომათა დარბაზი.