"ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს" - კობახიძე ისევ ფარცხალაძეს იცავს

20.09.23 13:39
"ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს" - კობახიძე ისევ ფარცხალაძეს იცავს

პარლამენტში გავითარებული ჩხუბის შემდეგ ირაკლი კობახიძე ისევ ოთარ ფარცხალაძის გამართლებას ცდილობს. "ოცნების" თავმჯომარე ამტკიცებს, რომ ყოფილი გენპროკურორი არაფერ შუაშია და საუბარია რეგულაციებზე, რომელიც საქართელოს ნებისმიერ მოქალაქეს იცავს.

ამასთან, კობახიძე ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და მათ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

სად იყო ფარცხალაძე ეს ყველაფერი რომ ხდებოდა? რა შუაშია ფარცხალაძე? მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, რომ მაქსიმალურად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციებს. მათი მიზანი ეს არის, რომ ხელოვნურად სცადონ ვითარების ადუღება. მოვიწოდებ ჩემს კოლეგებს, არ აყვნენ აგენტების პროვოკაციებს. არაფერ შუაში არ არის ფარცხალაძის დავა, არის საუბარი რეგულაციებზე, რომელიც იცავს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია ეწევა, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ხელისუფლების წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი "ოცნების" მიერ ოთარ ფარცხაალძის დაცვა გახდა. ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკანანმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენტარის გასაკეთებლად ირაკლი კობახიძე დადგა.  

მსგავსი სიახლეები