ქვეყნის ევროპულ მომავალს ივანიშვილს და ფსბ-ს ქვეშევრდომებს რუსეთის დავალებით არ გავატანთ - სამადაშვილი

20.09.23 13:59
ქვეყნის ევროპულ მომავალს ივანიშვილს და ფსბ-ს ქვეშევრდომებს რუსეთის დავალებით არ გავატანთ - სამადაშვილი

ქვეყნის ევროპულ მომავალს,  ივანიშვილს და ფსბ-ს ქვეშევრდომებს რუსეთის დავალებით არ გავატანთ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტშ გამართული ჩხუბის შემდეგ ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებამ" მათ დარბაზი დაატივებინა, თუმცა ხელისუფლების დატოვება თავად მოუწევთ. 

"სხდომათა დარბაზში აღარ უშვებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო არის მისული იმ მდგომარეობამდე, რომ კულტურის მინისტრის მოსმენა უნდა ჩაატარონ ჩაკეტილ დარბაზში. გვსურდა თქმა, რომ რუსეთი და მათი ეფესბე-ს ქვედანაყოფი უნდა წავიდეს რუსული გემის მიმართულებით ამ ქვეყანაში, ეს ვუთხარით "ქართულ ოცნებას", არ ესიამოვნათ და დარბაზის დატოვება გვთხოვეს, მაგრამ დარბაზის კი არა ამ ქვეყნის დატოვება მოუწევს აი, ამ რუსეთის ქვეშევრდომ ხელისუფლებას, აუცილებლად, მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენ ევროკავშირი რას გვთხოვს, გვთხოვს დეოლიგარქიზაცია, გვთხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას და ჩვენს ქვეყანაში რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც დაასანქცირა აშშ-მ გადაეფარა მთელი სახელმწიფო მანქანა. ეს ნიშნავს საბოტაჟს ევროპული დღის წესრიგის. ჩემი შეფასებით, ეს არ არის ნაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე იყო რუსული კანონის მიღება, ამიტომ ცხადია, ჩვენი პროტესტი არის ძალიან მწვავე იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ბიძინა ივანიშვილს და ეფესბე-ს სხვა ქვეშევრდომებს რუსეთს დავალებით არ გავატანთ, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ხელისუფლების წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი "ოცნების" მიერ ოთარ ფარცხაალძის დაცვა გახდა. ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკანანმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენტარის გასაკეთებლად ირაკლი კობახიძე დადგა.    

მსგავსი სიახლეები