მინდა ვუთხრა ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე - სააკაშვილი
მინდა ვუთხრა ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
"ხალხის სულისკვეთებას ვერაფერი დაუდგება წინ... ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ", - ამბობს მესამე პრეზიდენტი.