"საქართველოსთვის": სებ-ს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს!

20.09.23 14:05
"საქართველოსთვის": სებ-ს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს!

სებ-ს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს!, - "საქართველოსთვის" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.  პარტია წერს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

ამასთან, ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მათ ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს გამოიყენებს.

„ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საბანკო და საფინანსო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მიღებული საგამონაკლისო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გააუქმოს!

მხარდაჭერას ვუცხადებთ ეროვნული ბანკის იმ ღირსეულ თანამშრომლებს, რომელთათვის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ჩვენი ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი.

ჩვენი გუნდი სრულად გამოიყენებს ჩვენს ხელთ არსებულ საპარლამენტო საზედამხედველო ბერკეტებს, ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად!“, - აღნიშნულია პარტია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები