არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო - კობახიძე

20.09.23 14:39
არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო - კობახიძე

არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო - "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე აქამდე საერთოდ არ ყოფილა დღის წესრიგში.

კობახიძე, ყოფილი გენერალური პროკურორის თემის გადასაფარად, კვლავ მეორე ფრონტზე ალაპარაკდა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აგენტები და ჯაშუშები უწოდა.

ამდენი ხანი ფარცხალაძე საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, როდესაც ესენი გამოდიოდნენ და უკვე სასაცილოა იმდენჯერ იყენებენ სიტყვა რუსი, რუსული, პრორუსული, იმდენჯერ იყენებენ ამ სიტყვას, რომ უკვე სასაცილოა, ხანდახან თვითონ ეღიმებათ ხოლმე როდესაც ამ სიტყვას იყენებენ, რა შუაშია ეს ყველაფერი, გამოდიან და ამდენი ხანი ლაპარაკობენ ამ მესიჯებით ჩვენს მიმართ, როცა მართლა აგენტები არიან, მართლა ჯაშუშები და აგენტები არიან. ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რაღაცნაირად არიონ. არ შეიძლება სასჯელის შეფარდება. მე ვაშაძეს ანგარიში გავუყინე? მე ვიძახი, რომ ჯაშუშია.

არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ სჭირდება კანონი, მაგრამ როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი ერთ დავალებას ემსახურებიან, რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ამაზე ჩემი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. ისინი არიან ჯაშუშები აგენტები დავალების შემსრულებლები. ყველამ იცით, რომ ვაშაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი, იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, ადეიშვილის მოადგილე იყო, სისხლიანი მინისტრის მოადგილე, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებდა ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის და ამ კაცის მოადგილე იყო ვაშაძე. რომ მოდის და რაღაც სიტყვებს იძახის ჩვენს მიმართ, მერე არ უნდა უკვირდეს ის აგრესია რაც მიიღო". - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები