არც ერთი ნაბიჯი უკან - საქართველოს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20.09.23 14:21
არც ერთი ნაბიჯი უკან - საქართველოს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

საქართველოს პარლამენტთან აქცია დაანონსდა. "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ 19:00 საათზე მოუწოდებს.

არ ვაპირებთ, ამ რუსებს ეს ქვეყანა დავუთმოთ. ცხადია, ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით,რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა. რატომ იცავენ „ეფესბეს“ აგენტს. ამაზე პასუხის ნაცვლად ვნახეთ აკანკალებული კობახიძე და მისი დამცველები: ბერაია და კოლექტიური პუტინისტები და ფარცხალაძეები. არაფრის გვეშინია! მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. არ დავიღლებით, არ გვეშინია. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარლამენტთან სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.

ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ. სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. წინ, არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე, - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები