ამას თვეების განმავლობაში ითხოვენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ - კობახიძე ოპოზიციაზე
"ამას თვეების განმავლობაში ითხოვენ" - "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების ცემას ამართლებს.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ.
ძალიან ცუდია, მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ. რთულია, ადეიშვილის მოადგილე, რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ". - განაცხადა კობახიძემ.