7 ნოემბრის საქმე - მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება
7 ნოემბრის საქმე - მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.
მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს ერთხმად მიიღო.
დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა პროკურატურამ და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.
7 ნოემბრის საქმის განხილვას სასამართლო თავიდან იწყებს. ყველა მტკიცებულებას მოსამართლეთა ახლი შემადგენლობა ხელახლა გამოიკვლევს. 150-ზე მეტ მოწმეს სასამართლოში მისვლა თავიდან მოუწევს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმის მოსამართლეებმა ადვოკატების მოთხოვნაზე საპასუხოდ მიიღეს. ეს საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.