დასაკარგი დრო არ გვაქვს - რა უნდა ქნას ოპოზიციამ (სააკაშვილის გზავნილი სასამართლოდან)

20.09.23 14:48
დასაკარგი დრო არ გვაქვს - რა უნდა ქნას ოპოზიციამ (სააკაშვილის გზავნილი სასამართლოდან)

 დასაკარგი დრო არ გვაქვს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლება უნდა გადადგეს და  დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში უნდა გაიმართოს: 

„ახლა არ არის ასეთი ამბიციების დრო. „ეს ოპოზიციური ჯგუფი“, „ის ოპოზიციური ჯგუფი“, „ეს პარტია, ის პარტია“ - ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი"- აცხადებს სააკაშვილი. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" დღეს იმიტომ კლავს, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის პრეცედენტი შექმნა.

ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი" - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "მისი მოწამვლაც FSB- ეს დაგეგმილი იყო".

მსგავსი სიახლეები