ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (ფოტორეპორტაჟი)
სრული ქაოსი იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში - საქმე ისევ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ვინ ვის სცემდა და აგინებდა, გარჩევა შეუძლებელი გახდა.
სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო და სესია ვერ იწყებოდა. ისმოდა შეძახილები "რუსებო და მოღალატეებო". პარლამენტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციის ხმები რომ გადაეფარა, დეპუტატებს მიკროფონები გაუთიშა, ნაწილი კი დარბაზიდან გააძევა.