კობახიძე, რომელსაც რიმა ბერაძე იცავს, ოპოზიციას "ქალების ამოფარებულებს" უწოდებს

20.09.23 15:32
კობახიძე, რომელსაც რიმა ბერაძე იცავს, ოპოზიციას "ქალების ამოფარებულებს" უწოდებს

 

 

 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ოპოზიციას ქალების გამოყენებაში ადანაშაულებს. კობახიძემ ეს განცხადება პარლამენტში დაპირისპირების მიმდინარეობის ფონზე გააკეთა, კადრებში კი რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს მანდატურის სამსახურთან ერთად ქალი დეპუტატი რიმა ბერაძე იცავს.

ქალთან არ არის მგონი ჩემგან სწორი, რომ შევიდე მასთან პოლემიკაში და არც შევდივარ ქალთან დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ. ე.წ. კაცები ვითომ არიან კაცები ამ ოპოზიციაში იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად, ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები. ყოველ ჯერზე ხელოვნურად, რომ ცდილობ აჟიოტაჟის ატეხვას ისეთ თემაზე, რაზეც არ არის აჟიოტაჟი ასატეხი, რა თქმა უნდა ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები