მესტვირიშვილი: ვერ ვიქნები ისეთი გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები
ვერ ვიქნები ისეთი გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები, - ამის შესახებ "პირველებთან" ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტობიდან წასული არჩილ მესტვირიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება თურნავამ საბჭოს წევრებთან შეუთხნმებლად მიიღო.
ვერ ვიქნები ისეთი გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები. ანუ არ იყო ვალდებული, რომ ვინმესთან შეეთანხმებინა. მე თბილისში არ ვარ, ჩემთან არ ყოფილა ეგ გავლილი, მაგრამ ამის ვალდებულება არ ჰქონდა, - ამბობს მესტვირიშვილი.
შეგახსენებთ, რომ არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დღეს დატოვა.