ეროვნული ბანკი ჩამოშლის ზღვრზეა - დატოვებს თუ არა თანამდებობას საბჭოს კიდევ ერთი წევრი?
ეროვნული ბანკი ჩამოშლის ზღვრზეა. უწყებაში ვიცე-პრეზიდენტები პოსტებს ერთ მეორე მიყოლებით ტოვებენ. ცნობილია, რომ თუ წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული საბჭოს კიდევ ერთი წევრი მიიღებს, საბჭო ქმედუნარიანი ვეღარ იქნება.
წესით, ეროვნული საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომინარე, საბჭოში ამ დრომდე მხოლოდ 7 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც ორმა თანამდებობა უკვე დატოვა. საუბარია არჩილ მესტვირიშვილსა და პაპუნა ლეჟავაზე. ორივე მათგანმა წავლის გადაწყვეტილება ამს შემდეგ მიიღეს, რაც ნათია თურნავამ აშშ- სანქციების შესრულებაზე უარი განაცხადა.
ჯერჯერობით უკითხვის ნიშნის ქვეშაა საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ნიკოლოზ გაგუას გადაწყვეტილებაც. "პირვრლებთან" საუბრისას გაგუა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.
გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ გაიგებთ, რავიცი...ეს იყო, პრინციპში, პრეზიდენტის გადაწყვეტილება. შეთანხმებას ასეთი გადაწყვეტილებები არ საჭიროებს, - ამბობს გაგუა.