მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას აგინა (ვიდეო)
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპოზიციას აგინა. მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპონენტების რეპლიკებმა გამოიწვია, რომლებიც ხელისუფლებას რუსებს ეძახდნენ.
საკანონმდებლო ორგანო დღეს მთელი დღის გამავლობაში ფიზიკური დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი იყო. დეპუტატებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს. ხელჩართული ჩხუბი გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში.
ხელჩართული ჩხუბის შემდეგ პარლამენტში სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა.