"რიმა შენთან საქმე არ მაქვს, კობახიძესთან მიმიშვი" - დაპირისპირება ქალ დეპუტატებს შორის (ვიდეო)

20.09.23 15:35
"რიმა შენთან საქმე არ მაქვს, კობახიძესთან მიმიშვი" - დაპირისპირება ქალ დეპუტატებს შორის (ვიდეო)

 

 

 

"ირაკლიმ მითხრას რატომ ვარ აგენტი" - ხათუნა სამნიძე საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში ირაკლი კობახიძესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა მას "ოცნების" დეპუტატები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე გადაუდგნენ, რასაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"ხათუნა ნუ იქცევი ასე! არ გრცხვენია გოგო? სირცხვილია მაგი, რასაც შენ აკეთებ" - უთხრა ბერაძემ სამნიძეს.

თავის მხრივ კი, სამნიძემ რიმა ბერაძეს უთხრა, რომ მასთან კი არა კობახიძესთან აქვს საქმე.

რიმა შენთან საქმე არ მაქვს, კობახიძესთან მიმიშვი". - უთხრა სამნიძემ ბერაძეს.

 

მსგავსი სიახლეები