როგორ შეიძლება ბრალდება დასაბუთებული და კანონიერი იყოს, როცა მის უკან „ეფესბეს“ აგენტი დგას - სააკაშვილის ადვოკატი
"როგორ შეიძლება ბრალდება იყოს დასაბუთებული და კანონიერი, როდესაც მის უკან "ფეესბეს"-ს აგენტი დგას" - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია "7 ნოემბრის" საქმის ხელახლა განხილვას.
ბექა ბასილაიას თქმით, საქმეებს, რომელიც სააკაშვილის მიმართ წარმოებს სამართლებრივი შინაარსი აღარ გააჩნია.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობაში ცვლილებაა, აქამდე გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებას ხელახლა გამოიკვლევენ.
არც 7 ნოემბრის, პიჯაკების საქმეს, შეწყალების, არც რომლიმე სხვა საქმეს, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებს, სადაც განაჩენია დამდგარი ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, აღარ გააჩნია სამართლებრივი შინაარსი, როგორ შეიძლება ბრალდება იყოს დასაბუთებული და კანონიერი, როდესაც მის უკან "ფე ეს ბე"-ს აგენტი დგას.
საქმეში, სადაც ეფ ეს ბე-ს აგენტის მიერ არის საპროკურორო ზედამხედველობა გაწეული, შეუძლებელია რაიმე შეთანხმება პროკურატურასთან, ეს ბუნებრივია იქნებოდა არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის საქმეში, ნებისმიერ სხვა საქმეშიც და ახლა წარმოიდგინეთ მესა პრეზიდენტი, პუტინის ტყვე, სამართლდება პუტინის მარიონეტული რეჟიმის მიერ "ფე ეს ბე"-ს აგენტის მიერ შეკერილ საქმეზე, აქ რა შეთანხმებაზე შეიძლება იყოს საუბარი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ "7 ნოემბრის" საქმის განხილვას სასამართლო თავიდან იწყებს. ყველა მტკიცებულებას მოსამართლეთა ახლი შემადგენლობა ხელახლა გამოიკვლევს. 150-ზე მეტ მოწმეს სასამართლოში მისვლა თავიდან მოუწევს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმის მოსამართლეებმა ადვოკატების მოთხოვნაზე საპასუხოდ მიიღეს. ეს საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.