ერთად გავაპროტესტოთ ის დივერსია, რომელსაც "ოცნება" ჩვენს ქვეყანაში ეწევა - საბა ბუაძე
ყველა, ვინც საქართელოს ევროპულ მომავალს ასამარებს, ამის ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. საქმე, ამ შემთხვევაში, ეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ჯაშუშობაშ მხილებ ფარცხაალძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროდასავლურ განწყობილ მოქალაქეებს პროტესტიკენ მოუწოდებს.
ამის ფასს აუცილებლად გადაიხდის ივანიშვილიც, თურნავაც და ყველა, ვინც საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასამარებაში მონაწილეობს. ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს, დავარქვათ თავის სახელი აი, ამ უზნეობას და გავაპროტესტოთ ის დივერსია, რომელსაც ისინი ერთობლივად ეწევიან ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ ანტიეროვნული გადაწყვეტილების ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ყველა, ვინც საკუთარ თავს მოაიზრებს ამ ქვეყანაში პროდასავლურად განწყობილ მოქალაქედ, უნდა გააპროტესტოს ეს ყველაფერი და წინ აღუდგეს ამ სამარცხვინობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, - ამბობს ბუაძე.