ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. პრემიერი - სააკაშვილი

20.09.23 16:32
ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. პრემიერი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან იმაზე მეტად იცავს საქართველოს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი.

დაპატიმრებული პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინაზე თითოეული თავდასხმა, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა.

"ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ ზელენსკის ამდენი ლანძღვისა და მასზე პიროვნული შეტევების მიუხედავად, ის გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“. ისევ მან ისაუბრა საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე.

უკრაინაზე თითოეული თავდასხმა საქართველოზე, მის საზოგადოებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები