ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ - ინჯია წულუკიანს
სიმკაცრე თქვენ არ გაკლიათ, მაგრამ ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ - ასე მიმართა "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ თეა წულუკიანს.
ინჯიამ წულუკიანი შეაქო და თქვა, რომ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიამაყეა ჩვენი პატარა ქვეყნის სპორტისა და კულტურის მინისტრობა.
"მიუხედავად იმისა, ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ იყო ამ პატარა ქვეყნის სპორტისა და კულტურის მინისტრი, დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიამაყეა. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შემოქმედებითი ხალხი ვართ ქართველები. თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამას. სიმკაცრე თქვენ არ გაკლიათ, მაგრამ ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ, იმიტომ, რომ სიმკაცრე უხდება ხალხს და უყვარს უფრო მეტად."- განაცხადა ინჯიამ.