კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა კობახიძის მუქარას დაემორჩილა - პრეზიდენტი

20.09.23 17:17
კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა კობახიძის მუქარას დაემორჩილა - პრეზიდენტი

პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე სების მიმართ მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ სებ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "ოცნების" თავმჯდომარის ამ მუქარას დაემორჩილა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია. მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა, ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ჩემი მოვალეობაა დავიცვა სებ-ის უფლება. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის მუქარა, რომელიც გაჟღერდა სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო რომ (ნათია თურნავა) დაემორჩილა ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია მიუღებლად და უღირს საქციელად. ეს იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. კონსულტაცია არ ჩატარებულა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი. გარკვეული რეპუტაციული ზიანი იქნა მიყენებული სებ-ის და ქვეყნის მიმართ და  იმათმა მიაყენეს ზიანი, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ქვეყნის და ბანკის რეპუტაციაზე". - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი სიახლეები